• უნივერსიტეტები: TSU, CU, SANGU, UG, SEU
  • +995 599 88 11 06
  • info@isie.ge
კონფერენცია “ახალგაზრდების ხმა”
You are here: Home \ ისტორია \ კონფერენცია “ახალგაზრდების ხმა”
11225230_962905617102271_6838763552608946543_n (1)
8 November 2015 - 21:49, by , in ისტორია, კონფერენცია, Comments off

ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა (ISIE) გიწვევთ ახალგაზრდულ კონფერენციაზე – „ ახალგაზრდების ხმა“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს, ყველა სკოლის მოსწავლეს 17 წლიდან. კონფერენციის მონაწილეებმა უნდა შეარჩიონ მოცემული ოთხი თემიდან ერთ-ერთი:

1) ლუდომანიის პრობლემა ახალგაზრდებში
2) სუიციდის პრობლემა ახალგაზრდებში
3) წიგნიერების პრობლემა ახალგაზრდებში
4) კომუნიკაციის პრობლემა ახალგაზრდებში

ნაშრომის დაწერა შესაძლებელია მხოლოდ ინდივიადუალურად!

პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ სხვადასხვა ფასიან საჩუქრებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან:

პირველი ადგილი: პლანშეტური კომპიუტერი ტექნო ბუმისგან

მეორე ადგილი: ინგლისური ენის კურსი ბრიტანულ-ამერიკული ცენტრისგან

მესამე ადგილი: წიგნები რადარამისგან

სასურველია ნაშრომში არსებული ინფორმაცია ეყრდნობოდეს თქვენს მიერ ჩატარებულ კვლევას.

ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა : 8 ნოემბერი

ნაშრომები უნდა გამოაგზავნოთ მეილზე: conference@isie.ge
ნაშრომების გამოგზავნამდე გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია:
https://docs.google.com/a/isie.ge/forms/d/1tgBYSEsbXOyEJSo57h8F6ajxA1IaQH9X51v6ZyxyHE8/viewform

მონაწილეობის მიღების გარდა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს კონფერენციას და გახდეს მომხსენებლების ერთ-ერთი შემფასებელი. მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია:https://docs.google.com/a/isie.ge/forms/d/1FKinUBsWAF2qBnInSDwIEfC4MW-nKSuvXgtewMZedHA/viewform

ნაშრომებს გაასწორებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც გამოავლენს 15 საუკეთესო ნაშრომის ავტორს, რომლებიც მოხსენებას გააკეთებენ აუდიტორიის წინაშე 15 ნოემბერს.
ნაშრომის წარდგენის რეგლამენტი: 7 წუთი მოხსენება; 3 წუთი – კითხვები.

ყველა მომხსენებელს გადაეცემა სერთიფიკატი.

ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები:

• 4-6 გვერდი, შიფტი – Sylfaen;
• შრიფტის ზომა – 12;
• ხაზებს შორის დაშორება – 1.15;
• ნაშრომი უნდა შეიცავდეს თავფურცელს (სახელი, გვარი, კურსი, უნივერსიტეტი, თემა);
• ნაშრომში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოყენებული ლიტერატურა;
• ნაშრომი უნდა იყოს თემის ადეკვატური.

მონაწილეობის მიღება უფასოა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
599222675
g.iluridze@isie.ge

About author:

Comments are closed here.