• უნივერსიტეტები: TSU, CU, SANGU, UG, SEU
  • +995 599 88 11 06
  • info@isie.ge
“ჩემი მომავალი პროფესია”
You are here: Home \ ისტორია \ “ჩემი მომავალი პროფესია”
12308745_982402921819207_8681865939893593615_n

გსურთ სწორად აირჩიოთ პროფესია? დაგეგმოთ თქვენი მომავალი?
“ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა”- ISIE საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებს (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასი) სთავაზობს ინოვაციურ პროექტს „ჩემი მომავალი პროფესია“.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში და გავცეთ პასუხი ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: ‘’სად ჩავაბარო?’’ “რომელი პროფესია შემეფერება”? “სად შევძლებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას?’’, „რას მოიცავს ესა თუ ის სფერო?’’ და ა.შ.
თუ გსურს ამ კითხვებზე იპოვო პასუხი, დამოუკიდებლად განსაზღვრო შენი მომავალი პროფესია, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა. ჩვენ საშუალებას გაძლევთ თქვენ მიერ წინასწარ, სავარაუდოდ არჩეული სამი სასურველი პროფესიის შესაბამის ორგანიზაციებში გაეცნოთ მუშაობის პროცესს, ამ სფეროში მოღვაწეობის პრიორიტეტებსა თუ პერსპექტივებს.
რას მოგცემს ეს პროექტი ?
• დაგეხმარება აირჩიო შენთვის ყველაზე მეტად შესაფერისი პროფესია და სწორად დაგეგმო მომავალი.
• გაგიადვილებს გადაწყვეტილების მიღებას.
• ცოდნას თუ რას მოიცავს კონკრეტული პროფესია.
• აღარ გექნება მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ამა თუ იმ პროფესიაზე.
პროექტის მოკლე აღწერა: შერჩეული ფაკულტეტების შესაბამისად მოსწავლეები რამდენიმე დღე გაატარებენ შესაბამის ორგანიზაციასა თუ კომპანიაში,სადაც მათ კვალიფიციური კადრები დაეხმარებიან სამუშაოს გაცნობაში და კონკრეტული პროფესიის პრაქტიკულ მნიშვნელობაში გაარკვევენ.
პროექტში მონაწილეობის საფასურია 35 ლარი . ეს თანხა მოიცავს ასევე ტრანსპორტირების ხარჯებსაც.(კომპანიის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე,შესაძლებელია მოსწავლეს მოუწიოს გადაადგილება თბილისის გარეთაც)
პროექტის პარტნიორი კომპანიები: ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია, სამართლის კრიმინალისტიკის ლაბორატორია, კურაციო, რადიო აფხაზეთის ხმა, ფორტუნა, პრესა ახალი განათლება, ბი დი სი აკადემია.
თქვენი მომავალი თქვენს ხელშია. სწორად არჩეული პროფესია, კი წარმატებული კარიერის ერთ-ერთი გარანტიაა. ნუ დაელოდები რას გირჩევენ უფროსები, თავადვე გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს.თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია: https://docs.google.com/a/isie.ge/forms/d/1vy_bPSy2Tn8iOP2ijSpms52WXyj72erR4rEWX1Pk7EE/viewform
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 558525148
mail: teona.tilkavashvili@isie.ge

About author:

Comments are closed here.