• უნივერსიტეტები: TSU, CU, SANGU, UG, SEU
  • +995 599 88 11 06
  • info@isie.ge
მოგზაურობა შორეულ აღმოსავლეთში: AIESEC
You are here: Home \ ისტორია \ მოგზაურობა შორეულ აღმოსავლეთში
19 May 2016 - 20:02, by , in ისტორია, Comments off

nadnadnad

ჩინეთში მოხალისე მასწავლებელი ვიყავი. ჩემი მოსწავლეების საშუალო ასაკი 10-12 წელს შეადგენდა. მათ ვაცნობდი ქართულ კულტურას და ვართობდი სხვადასხვა მხიარული თუ შემეცნებითი თამაშებით. ზოგადად ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ვუდგებოდი ჩემს საქმეს. ბავშვებს ასევე ვასწავლიდი ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს. უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთ ქართულ საბავშვო სიმღერას „თუ თუ თუ“-ს საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ხედავ ჩინელი ბავშვების მონდომებას ქართული სიმღერის შესრულების დროს. ნამდვილად ძალიან მახარებდა მათი მოსმენა.

მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ნაწილი უდაოდ ჩინური ახალი წელი იყო – ე.წ. Spring Festival, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით აღინიშნება მთელს ჩინეთში. ჩემდა საბედნიეროდ, ეს დღესასწაული სწორედ ჩემს იქ ყოფნას დაემთხვა, კერძოდ, 19 თებერვალს. უნდა ვაღიარო, რომ მათი ახალი წლის ტრადიცია საკმაოდ საინტერესო და განსხვავებულია. 18 თებერვალს საღამოს 7 საათზე ოჯახური სადილი გაიმართა, სადაც მთავარი კერძი იყო ”ძიაოწ”  – იგივე პილმენი, თუმცა იქ ეს კერძი სხვადასხვა რეცეპტით მზადდება და მათი უმრავლესობა ჩვენთვის ნაცნობ პილმენს სრულებითაც არ ჰგავს.როგორც კი საათმა 12-ს ჩამოჰკრა, ერთმანეთს ახალი წლის დადგომა მივულოცეთ და მაშხალებითა თუ სხვა ათასნაირი ასაფეთქებლით ვიზეიმეთ დღესასწაული. ამის შემდეგ, პეკინურ ოპერაში წავედით. ესეც თურმე ახალი წლის ერთ-ერთი ტრადიცის, ისევე როგორც ბუდისტური ტაძრების მოლოცვა.ახალი წლის მეორე დღეს, ჩემი მასპინძელი ოჯახის ნათესავების გაცნობის საშუალებაც კი მომეცა. მათ საკმაოდ საინტერესო ტრადიცია აღმოაჩნდათ – ახალი წლის მეორე დღეს თითქმის ყველა თავის ნათესავებს სტუმრობს და წითელ კონვერტებში მოთავსებული მცირე რაოდენობის ფულით ასაჩუქრებს მათ. mariam nadiradze 3ეს უკანასკნელი იღბლის კონვერტია და ითვლება დოვლათისა და ბარაქის მომტანად. როდესაც ჩემს მეგობარ ჩინელ გოგონას ვკითხე თუ რატომ იყო ამგვარი ტრადიცია, მან ასე მიპასუხა :” საერთოდ, ჩინელებს მეტად რთული გრაფიკი გვაქვს და თითქმის არ გვრჩება ნათესავებთან შეხვედრის დრო, ახალი წელი კი არის საუკეთესო საშუალება, რომ არ დაგვკარგოთ ისინი დროთა მანძილზე”. საინტერესო იყო მანდარინის ხე, რომელიც ჩვენს ნაძვის ხეს ცვლიდა და თითქმის ყველა მაღაზიასა თუ კაფე-ბარს ამშვენებდა. უამრავ საინტერესო ფაქტსა თუ მოვლენას გადავაწყდი ამ დროის განმავლობაში, ეს ყველაფერი ჩემში საოცარ ემოციებს იწვევდა.

ამ პროექტის განმავლობაში პირველად ვიცხოვრე საზღვარგარეთ, მშობლებისგან დამოუკიდებლად, თანაც ასე შორს საკუთარი ქვეყნისგან. ჩინეთში ყოფნისას მე მხოლოდ ჩემი თავის იმედი მქონდა. სკოლაში მუშაობამაც დიდი გამოცდილება მომცა, შევიძინე გუნდური მუშაობის უნარები. დავუმეგობრდი ადამიანებს ძალიან ბევრი ქვეყნიდან და თუ რასიზმს ადრე ფორმალურად ვკიცხავდი, ამ მოგზაურობის შემდეგ ეს ფორმალობა გაქრა და მივხვდი, რომ ყველა ადამიანს, კანის ფერის, რელიგიისა თუ ცხოვრების სტილის განურჩევლად, ერთნაირად შეუძლია სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა. ყველა ჩვენგანს ერთნაირად სწყინს არ უხარია ყველაფერი რაც მისთვის მნიშვნელოვანია. მე ყველა სტუდენტს ვურჩევდი ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღებას, ეს იქნება მათი საშუალება აღმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები!
mmmmmmგაიარეთ რეგისტრაცია დღესვე!

About author:

Comments are closed here.