• უნივერსიტეტები: TSU, CU, SANGU, UG, SEU
  • +995 599 88 11 06
  • info@isie.ge
გაცვლითი პროგრამა ევროპაში: AIESEC
You are here: Home \ გაცვლითი პროგრამა ევროპაში
რეგისტრაცია

გაიარე რეგისტრაცია დღესვე

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  • ნებისმიერი ახალგაზრდა 18 დან 29 წლამდე
  • ინგლისური ენა: Intermediate – თავისუფალი სასაუბრო 
  • უნარები: ლიდერული უნარჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირობების შესახებ:

  • რეგისტრაცია და შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა.
  • საზღვარგარეთ საცხოვრებელი 100% დაფინანსებულია.

eu

AIESEC-სა და ISIE-ს თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას პიროვნულ განვითარების სემინარში და მიემგზავრება საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატები.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განავითარონ უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მომავალში, გაიუმჯობესონ ინგლისური ენა და ამასთანავე, პროექტში მონაწილეობით მოახდინონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. პროექტები ეხება შემდეგ თემებს: განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, კარიერული განვითარება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მენეჯმენტი.

•   ქვეყნები: იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. (თქვენ ირჩევთ)
•   ხანგრძლივობა: ჯამში 7 კვირა (1 ტრენინგი საქართველოში, 6 პროგრამა საზღვარგარეთ)
•   ღირებულება: 720 ლარი.
•   საცხოვრებელი საზღვარგარეთ: პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია.
•   მგზავრობა: საქართველო-ქვეყანა-საქართველო მგზავრობას იხდის მონაწილე.
•   პროექტის განხორციელების დრო: იან, თებ, მარ, აპრ, მაი, ივნ, ივლ, სექ, ოქტ, ნოე, დეკ 2018. (თქვენ ირჩევთ)
•   გაიცემა 2 სერთიფიკატი: 1) ტრენინგისთვის (ISIE) 2) გაცვლითი პროგრამისთვის (AIESEC).
•   გადახდა: შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა. გადასახადის პირველ ნაწილს 240 ლარს მონაწილე იხდის მხოლოდ გასაუბრების გადალხვის შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ 480 ლარს სემინარის განმავლობაში, როცა ასევე ხდება მონაწილის პროგრამაზე მორგება.

აქ იხილეთ დეტალური ინფორმაცია სემინარის/ტრენინგის შესახებ.

aiesec* მგზავრობის ხარჯები ნუ შეგაშინებთ: თადარიგის აღების შემთხვევაში ბილეთების შეღავათიან ფასებში შეძენა შესაძლებელია.

რას მიიღებთ?

საერთაშორისო გამოცდილებას
გუნდურ მუშაობას
პიროვნულ განვითარებას
მოგზაურობას და თავგადასავლებს

ხშირად დასმული კითხვები

რთულია გასაუბრება?

არა, გასაუბრება მარტივია. მთავარია ისაუბროთ დამაჯერებლად, მშვიდად და თქვათ სიმართლე თითოეულ შეკითხვაზე.

ფასიანია შესარჩევი ეტაპი?

არა, შესარჩევი ეტაპი უფასოა. მონაწილე მხოლოდ მას შემდეგ იხდის თანხას, როცა ის შერჩეულია და გარანტირებულად იღებს მონაწილეობას პროექტში.

რას ვისწავლი სემინარზე საქართველოში?

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: www.isie.ge/pds

სად ვიცხოვრებ ევროპაში?

ევროპაში იცხოვრებთ საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში ან ოჯახში. არჩევანს აკეთებთ თქვენ.

კვება დაფინანსებულია?

გარკვეულ პროექტებზე დაფინანსებულია, გარკვეულ პროექტებზე ნაწილობრივ და ნაწილ პროექტებზე არ არის დაფინანსებული. პროექტის პირობებს წინასწარ ხედავთ და თავად ირჩევთ სასურველი პირობების მქონე პროექტს.

ვმუშაობ/ვსწავლობ ამ პერიოდში, რა გავაკეთო?

ჩვენ გავცემთ შესაბამის ცნობას თქვენი მონაწილეობის შესახებ, რომლის წარდგენის შემთხვევაშიც როგორც უნივერსიტეტები ისე სამსახურები ითვალისწინებენ ამ გამოცდილებას კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

რას გავაკეთებ გაცვლით პროგრამაზე ყოველ დღე?

პროგრამის დასაწყისში გაქვთ მოსამზადებელი რამოდენიმე დღე, აქ გიტარებენ ტრენინგს/სემინარს, უშუალოდ პროექტის დეტალების შესახებ (შინაარსი მრავალფეროვანია, განსხვავდება თითოეულ პროექტზე). შემდეგ თავად დაიწყებთ სემინარების, პრეზენტაციების, ვორქშოპებისა და სხვა აქტივობების ჩატარებას კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებთან, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ორგანიზაციებში (მიზნობრივი ჯგუფებიც მრავალფეროვანია). მიმდინარე პერიოდში შესაძლებლობა გაქვთ ჩაერთოთ აისეკის ლოკალურ აქტივობებშიც, დაესწროთ კონფერენციებს, გაიცნოთ ორგანიზაციის წევრები და თქვენი ინტერესის მიხედვით დაკავდეთ (ეს ინდივიდუალურია). პროგრამის ბოლოს გაქვთ შემაჯამებელი შეხვედრები. გაითვალისწინეთ, ეს ყველაფერი ხდება 7-8 ან მეტი უცხოელი ახალგაზრდებისგან შემდგარ გუნდში, საღამოობით და კვირის ბოლოს ერთობით და მეგობრობთ მათთან, ათვალიერებთ ქალაქს და ტკბებთ მოგზაურობით. – ეს არის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, რომელიც გეხმარებათ განივითაროთ ლიდერული უნარჩვევები, გამოცადოთ გუნდური მუშაობა და საერთაშორისო გარემო, გაეცნოთ ახალ კულტურებს და იმოგზაუროთ.

რა ხდება თუ გასაუბრებაზე ვერ მოვედი?

რეგისტრაციის შემდგომ თქვენ მიიღებთ E-mail-ს და SMS-ს გასაუბრების ადგილისა და დროის თაობაზე. თუ გასაუბრებაზე ვერ გამოცხადდებით შემდეგ 3-ჯერ კვლავ დაგიბარებთ შესარჩევი ეტაპების გუნდი, თუ მაშინაც არ გამოცხადდებით თქვენთან კომუნიკაცია შეწყდება და რეგისტრაცია კვლავ უნდა გაიაროთ.

რეგისტრაციამდე აუცილებლად გაეცანით კონტრაქტს ბმულზე www.isie.ge/contract.pdf

პროგრამაზე მოთხოვნა მაღალია, ამიტომ გასაუბრება ტარდება ყოველ სამუშაო დღეს. არ გადადოთ, გაიარეთ რეგისტრაცია დღესვე. რეგისტრაციის შემდეგ იყავით ყურადღებით, მიიღებთ SMS გასაუბრების დროისა და ადგილის შესახებ.

რეგისტრაცია