• ყველა უნივერსიტეტისთვის საქართველოში
  • +995 599 88 11 06
  • info@isie.ge
გახდი ISIE-ს წევრი
You are here: Home \ გახდი ISIE-ს წევრი

რატომ უნდა გახდეთ ISIE-ს წევრი? 1 წუთში

3rd Youth Development Congressგახდი ISIE-ს წევრი და ჩვენთან ერთად გააგრძელე აქტიური, შედეგიანი და ნამდვილი სტუდენტობა! აპლიკაცია მიიღება 18 აპრილამდე ბმულზე www.isie.eu/join

Posted by ISIE აიესაი on Friday, April 11, 2014

რას მივიღებ გაწევრიანებით?

თქვენ მიიღებთ მრავალფეროვან გამოცდილებას, რეალური პროექტების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ორგანიზებით. ISIE-ს გარემო არ არის სიმულაციური და ყოველი აქტივობა მხოლოდ რეალურ გამოწვევებზე დაყრდნობით იქმნება.

ვის შეუძლია გახდეს წევრი?

ნებისმიერი აქტიური სტატუსი მქონე სტუდენტს ან კურსდამთავრებულს 29 წლამდე.

რა იურიდიული სტატუსი აქვს ISIE-ს?

შპს აიესაი ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, სარეგისტრაციო კოდით 404412845, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სრული 100% მეწილეა გიორგი დოლიძე, პ/ნ 01027035876. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია გვერდზე: www.napr.gov.ge

როგორ ხდება წევრების შერჩევა?

წევრების შერჩევა ხდება რამოდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე:

  • ინგლისური ენა (B1)
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოტივაცია
  • ლიდერული უნარ-ჩვევები

ISIE-ს წევრობა არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან.

  • ეტაპი I: ახალგაზრდა ღებულობს საჭირო განათლებას, ცოდნას თუ როგორ გამოიყენოს თავისი უნარები, პოტენციალი და რესურსები სხვადასხვა საინტერესო პროექტებისა და ღონისძიებების შესაქმნელად.
  • ეტაპი II: ის ერთვება სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებაში, საკუთარი ინტერესების მიხედვით.
  • ეტაპი III: როცა უკვე აქვს ორგანიზაციაში ყოფნის საკმარისი გამოცდილება თავად უძღვება პროექტებს ან იჩენს ინიციატივას და ქმნის ახალ პროექტს, რომლის მენეჯერიც თავად არის.
  • ეტაპი IV: მას აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს ორგანიზაციის მმართველ ორგანოში მოხვედრაზე, პრეზიდენტის ან ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე, სადაც დემოკრატიულად არჩევნების წესით იმარჯვებს.
  • ეტაპი V: ის მართავს მთლიანად ორგანიზაციას 1 წლის განმავლობაში, არჩევნებში მონაწილეობა ზედიზედ შეუძლია 2-ჯერ.
  • ეტაპი VI: ის ტოვებს ორგანიზაციას და უერთდება ISIE-ს ასობით აღზრდილთა ქსელს, რომლებიც ქმნიან საჭირო ცვლილებას ჩვენს საზოგადოებაში.

MembershipXP

რეგისტრაცია წევრობაზე და შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი წარმატებით გადალახავს შესარჩევ ეტაპებს იხდის ერთჯერად საწევრო გადასახადს 50 ლარის ოდენობით.

ყურადღებით! წევრობის ფორმის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით აიესაის შინაგანაწესს, რომელიც მოცემულია აქ.