ჩვენი ისტორია
აიესაი ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა დაარსდა 2011 წელს, როცა საქართველოში დამოუკიდებელი დემოკრატიის მეორე ოცლედი იწურებოდა, ხოლო აქტიური რეფორმების პირველი დეკადა. ქვეყნის ისტორიის ამ ეტაპზე სრული სიახლე იყო არა-ფორმალური განათლების დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარება და აიესაი ნამდვილად ერთერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც საუნივერსიტეტო, სასკოლო და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წიაღში დაიბადა.
ISIE-ს დამფუძნებლები არიან მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC (აისეკის) თანაშემქმნელი ლიდერშიპის ყოფილი წევრები, რომლებმაც საგანმანათლებლო და ორგანიზაციული მართვის გამოცდილება მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, უკრაინაში, იტალიაში, ბრაზილიაში, მალაიზიაში, პოლონეთში, სხვადასხვა კონტინენტის რეალობებში – რომელი დივერსიფიცირებული ცოდნაც საუკეთესო საფუძველი გახდა საქართველოში ჩამოყალიბებულიყო პირველი მასშტაბური არა-ფორმალური განათლების ინსტიტუტი – აიესაი, რომელიც დღეს ქვეყნის ყველა წამყვან უნივერსიტეტსა და სკოლას აერთიანებს.
ISIE-ს დამფუძნებელია გიორგი დოლიძე, ქართველი მეწარმე, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების განვითარებას საქართველოში. თანადამფუძნებლები: ლევან სუმბაძე, საბა საბანაძე და მიხეილ ცაგურია.
2013 წლიდან ორგანიზაციამ დაასრულა სადამფუძნებლო პროცესი და გადავიდა სრულად დემოკრატიულ მართვაზე, რაც ყოველ წლიურად საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას და მმართველი გუნდის დემოკრატიული წესით ცვლილებას ნიშნავს. ამ გზით, აიესაი გარდა საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობისა – ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას იცხოვრონ ჯანსაღი საზოგადოებრივი წესრიგით, პატივი სცენ თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების პრინციპებს.
2017 წლიდან აიესაიმ გააფორმა შეთანხმებები პორტუგალიაში, ლისაბონში, ISEG-სა და ISG-ს უნიერსიტეტებთან, ასევე პოლონეთში, ვარშავაში, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით. ამ ეტაპიდან დაიწყო დამოუკიდებელი საერთაშორისო ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც 2020-იან წლების დასაწყისში დროებით შეფერხდა პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო. თუმცა აიესაის ევროპის მასშტაბით გაფართოება შეუქცევადი პროცესია, რაც საქართველოს ახალგაზრდებს დამატებით შესაძლებლობების კარს უხსნის საზღვარგარეთ.
ჩვენი ხედვა
დაუკავშირე განათლება რეალობას.
პირველი პროექტების ვიდეო სიუჟეტები
დაფუძნების პროცესი
კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩა N.25, ბიზნეს ცენტრი კალასი – ადგილი სადაც დაფუძნების ისტორია დაიწყო. 2011 წ.
პირველი პროექტების, კონფერენციებისა და ღონისძებების შექმნის პროცესი. 2011 წ.
პირველი სემინარები თავისუფალ უნივერსიტეტში. 2011 წ.
პირველი მასშტაბური წევრების მიღება, თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით. 2011 წ.
პირველი მასშტაბური სასკოლო პროგრამები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. 2012 წ.
პირველი მასშტაბური ახალგაზრდული კონკგრესების ორგანიზება. 2012 წ.