რეგისტრაცია
რეგისტრაციამდე აუცილებლად გაეცანით:
ჩვენი ხედვა
დაუკავშირე განათლება რეალობას.
რას ნიშნავს აიესაის წევრობა?
ISIE-ს წევრობა არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან. აიესაის გამოცდილება არ არის სტატიკური, ანუ “წევრობა წევრობისთვის”. აქ წევრის გამოცდილება ეტაპების მიხედვით იცვლება და გათვლილია მოკლე დროში მაქსიმალურად მეტი გამოწვევების გადალახვაზე.
- ეტაპი I: ახალგაზრდა ღებულობს საჭირო განათლებას, ცოდნას თუ როგორ გამოიყენოს თავისი უნარები, პოტენციალი და რესურსები სხვადასხვა საინტერესო პროექტებისა და ღონისძიებების შესაქმნელად.
- ეტაპი II: ის ერთვება სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებაში, საკუთარი ინტერესების მიხედვით.
- ეტაპი III: როცა უკვე აქვს ორგანიზაციაში ყოფნის საკმარისი გამოცდილება თავად უძღვება პროექტებს ან იჩენს ინიციატივას და ქმნის ახალ პროექტს, რომლის მენეჯერიც თავად არის.
- ეტაპი IV: მას აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს ორგანიზაციის მმართველ ორგანოში მოხვედრაზე, პრეზიდენტის ან ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე, სადაც დემოკრატიულად არჩევნების წესით იმარჯვებს.
- ეტაპი V: ის მართავს მთლიანად ორგანიზაციას 1 წლის განმავლობაში, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ.
- ეტაპი VI: ის ტოვებს ორგანიზაციას და უერთდება ISIE-ს ასობით აღზრდილთა ქსელს, რომლებიც ქმნიან საჭირო ცვლილებას ჩვენს საზოგადოებაში.
ხშირად დასმული კითხვები
რას მივიღებ გაწევრიანებით?
თქვენ მიიღებთ მრავალფეროვან გამოცდილებას, რეალური პროექტების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ორგანიზებით. ISIE-ს გარემო არ არის სიმულაციური და ყოველი აქტივობა მხოლოდ რეალურ გამოწვევებზე დაყრდნობით იქმნება.
ვის შეუძლია გახდეს წევრი?
ნებისმიერი აქტიური სტატუსი მქონე სტუდენტს ან 26 წლამდე კურსდამთავრებულს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას Intermediate – B2 დონეზე.
როგორ ხდება წევრების შერჩევა?
წევრების შერჩევა ხდება რამოდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე:
> ინგლისური ენა (B2)
> ეფექტური კომუნიკაციის უნარი
> გულწფრელი მოტივაცია
> ლიდერული უნარ-ჩვევები