ჩვენი შინაგანაწესი
ISIE-ში არსებობს დემოკრატიული მმართველობის მოდელი, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის მოქმედი წევრები ISIE-ს შინაგანაწესის მიხედვით ირჩევენ ISIE-ს პრეზიდენტს ყოველწლიურად. პრეზიდენტი კი თავისხმრივ ირჩევს ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტებს. სწორედ ყოვეწლიური განახლების გამო ორგანიზაცია დგას მუდმივად პროგრესულ გზაზე და ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ასახავს მის გამოწვევებსა და აწვდის ახალგაზრდებს საჭირო შესაძლებლობებს ეფექტურად, ეს მოდელი ასევე აჩვევს საქართველოს ახალგაზრდა საზოგადოებას დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებასა და განვითარებას.
ჩვენი ხედვა
დაუკავშირე განათლება რეალობას.
შინაგანაწესის .PDF ფაილი
აიესაის მისია
აიესაი, ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლის მისიაა დაეხმაროს ახალგაზრდებს განვითარებაში აბიტურიენტობისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების პერიოდში, რომ მიღებული ფორმალური განათლების რეალიზაცია მოახდინონ რეალურ დროში, რათა თავიდან აირიდონ იმედგაცრუებები, კარიერული შეფერეხება და სტაგნაცია.
რა არ არის აიესაი?
ISIE არ არის NGO და არ ფინანსდება არც ერთი კონკრეტული რეგულარული წყაროდან. აიესაი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და მოქმედებს საქართველოს კანდონმდებლობის შესაბამისად, რაც არ ზღუდავს შექმნას და ორგანიზება გაუწიოს საგანმანათლებლო პროექტებს, ბენეფიციარები, პარტნიორები, სამთავრობო და არა სამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების წევრები ჩართოს საგანმანათლებლო ღონისძიებებში, კონფერენციებსა და სხვა სასწავლო პროცესებში.
აიესაი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია ან ე.წ. Think Tank, რომელიც ქმნის შეხედულებებს (opinion making), არ ახდენს შეფასებებს, არ ქმნის კვლევებს და არ არის ჩართული არც ერთ პოლიტიკურ პროცესში; რაც ამასთანავე არ ზღუდავს აიესაის რომ შემქნას საგანმანათლებლო პროექტები ახალგაზრდების პოლიტიკაში ეფექტური ჩართულობის ხელშესაწყობად.